logo_geo
რუსეთში კორონავირუსის 22 850 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

13 იანვარი. 2021. 15:34

 

 

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 566 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 63 370-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

 

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 22 850-ით გაიზარდა და 3 471 053-ს მიაღწია.

 

რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 854 088 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 553 595 აქტიური შემთხვევაა.

big_banner
არქივი