logo_geo
რომის პაპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
- +

13 იანვარი. 2021. 20:11

 

რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ არგენტინული გამოცემა La Nacion  ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპი Pfizer/BioNTechის ვაქცინით აიცრა. ოფიციალურ ვატიკანს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

 

9 იანვარს პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ეთიკური თვალსაზრისითაც აუცილებელია, რადგანაც ამით ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც დაიცავენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი