logo_geo
ვლადიმერ პუტინმა მომდევნო კვირიდან ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გასცა
- +

13 იანვარი. 2021. 21:36

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მომდევნო კვირიდან ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გასცა.

 

„ჩვენ უკვე გადავედით მასშტაბურ ვაქცინაციაზე. ახლა კი მასშტაბური ვაქცინაციიდან მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეთ. მომდევნო კვირიდან მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ და სამუშაოების შესაბამისი განრიგი ჩამოვაყალიბოთ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსულ ვაქცინას მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი