logo_geo
ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის ფონზე აშშ-ის კაპიტოლიუმში ეროვნული გვარდიის სამხედროები არიან მობილიზებულნი
- +

13 იანვარი. 2021. 21:58

 

 

წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის ფონზე აშშ-ის კაპიტოლიუმში ეროვნული გვარდიის სამხედროები არიან მობილიზებულნი.

 

დღეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს უყრის კენჭს.

 

11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა.

 

იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

 

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი