logo_geo
Daily Telegraph-ის თანამფლობელი დევიდ ბარკლი გარდაიცვალა
- +

13 იანვარი. 2021. 23:04

 

 

ბრიტანელი მილიარდერი, Telegraph Media Group-ის თანამფლობელი დევიდ ბარკლი 87 წლის ასაკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა .

 

2004 წელს დევიდ ბარკლიმ ტყუპ ძმასთან, ფრედერიკთან ერთად Telegraph Media Group  შეიძინა, რომელშიც შემდეგი გამოცემები - The Daily Telegraph, The Sunday Telegraph, ასევე სოციალური და პოლიტიკური ჟურნალი The Spectator შედის.

 

კონსერვატიული პარტიისადმი ლოიალური დამოკიდებულებით ცნობილი  Daily Telegraph 1855 წელს დაარსდა. 2019 წელს კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების დროს მან მხარი ბორის ჯონსონის კანდიდატურას დაუჭირა. ჯონსონი პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე ევროკავშირში The Daily Telegraph-ის კორესპონდენტი და სვეტის რედაქტორი იყო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი