logo_geo
ჯანმო: კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი პირველ წელზე უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს
- +

14 იანვარი. 2021. 00:33

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი პირველ წელზე უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს.

 

„პანდემიის მეორე წელი იწყება და ის უფრო რთული შეიძლება აღმოჩნდეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი“, - აღნიშნა ჯანმოს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანმოს მიერ მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ დაავადებამ კვლავ პიკს მიაღწია.

 

 

big_banner
არქივი