logo_geo
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჩინური ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა
- +

14 იანვარი. 2021. 01:27

 

 

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა СoronaVac, რომელიც კომპანია SinoVac-ის ნაწარმია. ამით მან ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანიას დაუდო საფუძველი.

 

მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა SinoVac-ის წარმოების ჩინური ვაქცინა ექსტრემალურ ვითარებაში. თურქი მედიკოსების ვაქცინაცია ხუთშაბათიდან დაიწყება.

 

ქოჯას ინფორმაციით, თურქეთი იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე ჩინური ვაქცინის 50 მილიონ დოზას მიიღებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ თურქეთის ხელისუფლება გეგმავს კომპანია „ფაიზერის“ წარმოების 4.5 მილიონი დოზის შეძენასაც.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი