logo_geo
პაატა იმნაძე: ქვეყანას ამ წუთში „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა გააჩნია
- +

14 იანვარი. 2021. 02:08

 

„ყველა პოლიტიკოსს, ვინც მგზნებარედ მიმართავს მხარდამჭერებს, იმპიჩმენტს თუ გამოვუცხადებთ, ეს დარბაზი დაცარიელდება“, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ტომ მაკკლინტოკმა, წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.

 

სხდომაზე დემოკრატების მოთხოვნით დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას უნდა უყარონ კენჭი.

 

„დონალდ ტრამპმა 6 იანვარს შემდეგი სიტყვები თქვა და მომყავს ციტატა: „მე ვიცი, რომ აქ შეკრებილები სულ მალე გაემართებიან კაპიტოლიუმისკენ, რათა მშვიდობიანად და პატრიოტულად გააგონონ მათი ხმა კანონმდებლებს“. ნუთუ ეს იმპიჩმენტს ექვემდებარება? ამას ჰქვია სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.

 

მისივე თქმით, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის ნაცვლად, აუცილებელია დემონსტრანტებმა, ვინც კაპიტოლიუმის დარბევაში მონაწილეობდა, პასუხი აგონ.

 

„თუ ჩვენ ყველა იმ პოლიტიკოსის იმპიჩმენტს მოვახდენთ, ვინც მგზნებარე სიტყვით მიმართავს მხარდამჭერებს, მაშინ ჩვენი დარბაზი დაცარიელდება. სწორედ ეს გააკეთა პრეზიდენტმა 6 იანვარს და მეტი არაფერი. მან უთხრა შეკრებილებს, რომ პროტესტი იყოს მშვიდობიანი და პატრიოტული. უმრავლესობა სწორედ ასე მოიქცა. თუმცა ყველა მოძრაობას ჰყავს ერთი შეშლილი“, – განაცხადა კონგრესმენმა.

 

მისივე თქმით, დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. ასევე, არჩეული პრეზიდენტიც დემოკრატია. რესპუბლიკელი პოლიტიკოსის განცხადებით, „დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამარჯვებული დიდსულოვანი უნდა იყოს, ხოლო შურისძიება მხოლოდ ბანანის რესპუბლიკებში ხდება“.

 

„ამ ფონზე ბაიდენის დაპირება განკურნოს ქვეყანა უბრალოდ დაცინვაა“,- განაცხადა მაკკლინტოკმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი