logo_geo
„მუმიას“ ვარსკვლავი დარენ არონოფსკის ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს
- +

14 იანვარი. 2021. 02:28

 

რეჟისორი დარენ არონოფსკის ახალ ფილმში „ვეშაპი“ მთავარ როლს ბრენდან ფრეიზერი („მუმია“) შეასრულებს. ამის შესახებ Deadline წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ფილმს საფუძვლად სემიუელ ჰანტერის ამავე სახელწოდების პიესა უდევს, რომელმაც არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. სწორედ ჰანტერი გახდება პიესის ადაპტირებული სცენარის ავტორი.

 

სიუჟეტის მთავარი გმირი შუა ასაკის კაცი ჩარლია, რომელიც 270 კილოგრამს იწონის. ის თავისი 17 წლის ქალიშვილთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს, რომელიც წარსულში კაცი საყვარლის გამო მიატოვა. წონის პრობლემები ჩარლის სწორედ საყვარლის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი