logo_geo
პოლ მაკარტნის შვილი ლეგენდარულ სტუდია Abbey Road-ზე ფილმს გადაიღებს
- +

14 იანვარი. 2021. 02:49

 

პოლ მაკარტნის შვილი, ლეგენდარულ ხმის ჩამწერ სტუდია Abbey Road-ზე, დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. სტუდია ლონდონში მდებარეობს და 2021 წელს 90 წელი შეუსრულდა.

 

Variety-ს ცნობით, ფილმის „ამ კედლებს რომ სიმღერა შეეძლოთ“ (If These Walls Could Sing) რეჟისორი მერი მაკარტნი იქნება.

 

ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ის ცნობილი ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ეპოქაში ამ სტუდიაში თავიანთი მუსიკა ჩაწერეს.

 

Аbbey Road Studiosსენტ-ჯონს-ვიდში, ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სტუდია 1931 წელს გაიხსნა. თავიდან სტუდიაში კლასიკურ მუსიკას წერდნენ, მაგრამ შემდეგ რეპერტუარი თანდათან შეიცვალა. The Beatle-მა სტუდიაში თავისი 210 სიმღერიდან 190 ჩაწერა. მათ გარდა სტუდიაში მუსიკა ჩაწერეს Duran Duran-მა, Mike Oldfield-მა, The Shadows-მა, Pink Floyd-მა, Oasis-მა, U2იმ, Keane-მ და Radiohead-მა.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია პოლ მაკარტნის (McCartney III) ალბომის ჩაწერის შესახებ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი