logo_geo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა
- +

14 იანვარი. 2021. 03:02

 

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას მხარი 232 კონგრესმენმა დაუჭირა, 197 კი წინააღმდეგი წავიდა.

 

ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეთა შორის ათი რესპუბლიკელი იყო.

 

დემოკრატების მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიხედვით, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

 

დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის უფლება არ აქვს. ამ მოთხოვნას ეთანხმება რესპუბლიკელთა ნაწილიც.

 

აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ პრეზიდენტს, ერთი ვადის განმავლობაში, მეორედ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.

 

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილება შვიდ დღეში იწურება. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.

 

როგორც ცნობილია, ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა სენატში სავარაუდოდ 19 იანვრამდე არ გაიმართება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი