logo_geo
პოლონეთში ვაქცინირებულ ადამიანებს „კოვიდ-პასპორტებს“ დაურიგებენ
- +

14 იანვარი. 2021. 13:16

 

 

ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, პოლონეთში „კოვიდ-პასპორტებს“ გადასცემენ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა გოლავსკამ განაცხადა.

 

ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქე მიიღებს QR-კოდს, რომლის ჩამოტვირთვაც ელექტრონული მთავრობის ვებგვერდზე, პირადი კაბინეტიდან იქნება შესაძლებელი.

 

„ეს იქნება ე.წ. კოვიდპასპორტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ადამიანმა ნამდვილად გაიკეთა აცრა და შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც ვაქცინირებულებს აქვთ“, - განაცხადა ანა გოლავსკამ.

 

მთავრობის ინიციატივით, ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ, ჯანდაცვის მომსახურებით დამატებითი ტესტირების გარეშე ისარგებლონ, და მათ ასევე აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა კოვიდ-ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ.

 

გარდა ამისა, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა, მათ შორის კვიპროსმა და საბერძნეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „კოვიდ-პასპორტის“ მქონე მოგზაურები კარანტინის გავლისა და სხვა შეზღუდვებისგან გათავისუფლდნენ.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/181519/polonetshi-vaqtsinirebul-adamianebs-kovidpasportebs-daurigeben

 

 

big_banner
არქივი