logo_geo
ჯანმო: COVID-19-ის ახალი შტამი ევროპის 25 ქვეყანაში დაფიქსირდა
- +

14 იანვარი. 2021. 14:27

 

 

„ინტენსიური კონტროლის ღონისძიებების არარსებობის შემთხვევაში კორონავირუსის ახალი „ბრიტანული“ შტამი კიდევ უფრო გაზრდის ჯანდაცვის სისტემის ტვირთს, რაც საგანგაშოა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ ბრიტანული შტამი ევროპის 25 ქვეყანაში დაფიქსირდა.

 

„ახალი შტამით, კორონავირუსის ინფექცია უფრო მწვავე ფორმით არ მიმდინარეობს, ასევე არ არის უფრო მარტივი, ვიდრე ჩვეულებრივი. ის ვრცელდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. მოკლე დროში, ჩვენ უნდა გავზარდოთ ანტიეპიდემიური ძალისხმევა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად და მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ეს ჩვენთვის ცნობილია, რომ უნდა ვატაროთ პირბადეები, თავი შევიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან და მივაკვლიოთ ინფიცირებულთა კონტაქტებს“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ წარმოებული ვაქცინების 90 პროცენტზე მეტი მსოფლიოს 30 ქვეყანაშია და ჯანმო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

 

https://report.ge/world/covid-19-is-akhali-shtami-evropis-25-kveqanashi-dafiksirda-janmo/

 

 

big_banner
არქივი