logo_geo
რომის პაპმა ფრანცისკემ და საპატიო პაპმა ბენედიქტ XVI-მ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს
- +

14 იანვარი. 2021. 16:55

 

 

84 წლის რომის პაპმა ფრანცისკემ და მისმა წინამორბედმა, 93 წლის საპატიო პაპმა ბენედიქტ XVI-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ვატიკანი ადასტურებს.

 

„შემიძლია დავადასტურო, რომ ვატიკანის სახელმწიფოში მიმდინარე ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი დოზა პაპმა ფრანცისკემ და საპატიო პაპმა მიიღეს“, - განაცხადა წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ. 

 

https://report.ge/world/romis-papma-frantsiskem-da-sapatio-papma-benedikt-xvi-m-koronavirusis-vaktsina-gaiketes/

 

 

big_banner
არქივი