logo_geo
სილვიო ბერლუსკონი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
- +

14 იანვარი. 2021. 19:30

 

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჰოსპიტალიზებულია.

 

როგორც იტალიური სააგენტო „ანსა“ ბერლუსკონის პირად ექიმზე დაყრდნობით იტყობინება, ის მონტე-კარლოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

84 წლის სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოთხი ვადით იკავებდა, 1994-1995, 2001-2006 და 2008–2011 წლებში.

 

 

https://1tv.ge/news/italiis-yofili-premier-ministri-silvio-berluskoni-gultan-dakavshirebuli-problemebis-gamo-hospitalshi-gadaiyvanes/

 

 

big_banner
არქივი