logo_geo
ტომ ჰენქსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შოუს წაიყვანს
- +

15 იანვარი. 2021. 00:03

 

20 იანვარს ვაშნგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით მსხვილი ამერიკული ტელეარხების ეთერში, რომელთა შორის არის: ABC, NBC, CBS, MSNBC და CNN, შოუ „Celebrating America" იქნება გადაცემული. მისი წამყვანი კი მსახიობი ტომ ჰენქსი იქნება.

 

Deadline-ის ინფორმაციით, მასში მონაწილეობას ჯასტინ ტიმბერლეიკი, დემი ლოვატო, ანთ კლემონსი და ჯონ ბონ ჯოვი მიიღებენ.

 

ასევე მაყურებელი იხილავს თავად ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მიმართვებს.

 

„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანი ღონისძიებას საკუთარი სახლებიდან დააკვირდება, ჩვენ ნამდვილი ერთობის მომენტებს შევქმნით, რომელიც ამერიკული ლიდერობის ახალ ინკლუზიურ ხანას გაუსვამს ხაზს", - განაცხადა საინაუგურაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ტონი ალენმა.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიებების უმეტესი ნაწილი ონლან რეჟიმში გაიმართება.

 

https://report.ge/world/tom-henksi-jo-baidenis-inauguratsiis-shous-tsaiqvans/

 

 

big_banner
არქივი