logo_geo
მსახიობი ჯესიკა კემბელი ტუალეტში გარდაცვლილი იპოვეს
- +

15 იანვარი. 2021. 01:45

 

ამერიკელი მსახიობი ჯესიკა კემპბელი, რომელიც ცნობილია სერიალით Freaks and Geeks, საკუთარი სახლის ტუალეტში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

 

შემთხვევა ქალაქ პორტლენდში მოხდა. ის სახლში მივიდა, სადაც დედას და დეიდას შეხვდა. მსახიობი ტუალეტში შევიდა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრებმა იგი იატაკზე იპოვეს. დეიდა დისშვილის გულის ამუშავებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

ახლობლები მის გარდაცვალებას მოულოდნელ სიკვდილს უწოდებენ. მათივე თქმით, იგი ცხვირის შეშუპებას და გაციებას უჩიოდა.

 

გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ოჯახის წევრები სამედიცინო გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან.

 

კემპბელმა ასევე ითამაშა ფილმებში The Safety of Objects, Fathers' Day. 2000 წელს მსახიობმა კინოკარიერა შეწყვიტა და ნატიროპათიური ექიმი გახდა.

 

https://report.ge/world/msakhiobi-jesika-kembeli-tualetshi-gardatsvlili-ipoves/

 

 

big_banner
არქივი