logo_geo
ქარბუქმა მადრიდი 1,4 მილიარდი ევროთი დააზარალა
- +

15 იანვარი. 2021. 01:59

 

მადრიდის მერიამ ქარბუქით მიყენებული ზარალი 1,4 მილიარდი ევროთი შეაფასა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ განაცხადა.

 

„ამ მომენტისთვის ჩვენ დავითვალეთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზარალმა 1,398 მილიარდი ევრო შეადგინა. აქ შედის ეკონომიკური საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და ქონების ზიანი", - განაცხადა მერმა.

 

ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა ესპანეთის ხელისუფლებას სთხოვს, მადრიდი კატასტროფის ზონად გამოაცხადოს.

 

მისი თქმით, ეს ციფრი ჯერ საბოლოო არაა და მუნიციპალური სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.

 

https://report.ge/world/karbukma-madridi-1-4-miliardi-evroti-daazarala/

 

 

big_banner
არქივი