logo_geo
16 იანვრიდან საფრანგეთში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება
- +

15 იანვარი. 2021. 02:48

 

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 იანვრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება.

 

„ვირუსი კვლავ სწრაფად ვრცელდება. მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტის საათის 18:00 საათიდან ამოქმედება. აღნიშნული ზომა სულ მცირე 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა.

 

ჟამ კასტექსმა ასევე აღმნიშნა, რომ საფრანგეთში კოვიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მაინც არასტაბილურია.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 2 830 442 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 69 031 ადამიანი გარდაიცვალა.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/181604/16-ianvridan-saprangetshi-komendantis-saati-1800-saatidan-amoqmeddeba

 

 

big_banner
არქივი