logo_geo
ინდონეზიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა
- +

15 იანვარი. 2021. 13:55

 

ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters წერს.

 

ხელისუფლება მოსახელეობას აფრთხილებს, რომ მიწისძვრა კვლავაა მოსალოდნელი. ამასთან, სპეციალისტები ცუნამსაც პროგნოზირებენ. უკვე დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც. ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებული მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლები უკვე ათასობით ადამიანმა დატოვა. დაშავებულია 637 ადამიანი.

 

6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 01:28 საათზე დაფიქსირდა და 5-7 წამის განმავლობაში გაგრძელდა.

 

ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს და აქ ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები ხშირი მოვლენაა. 2018 წელს კუნძულ სულავესზე მომხდარ მიწისძვრასა და შემდეგ ცუნამს, 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

big_banner
არქივი