logo_geo
„პარაზიტების" რეჟისორი ბონგ ჯუნ-ჰო ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს
- +

15 იანვარი. 2021. 20:07

 

ვენეციის 78-ე კინოფესტივალის მთავარი კონკურსის ჟიურის პრეზიდენტი სამხრეთკორეელი რეჟისორი ბონგ ჯუნ-ჰო, რომელიც ცნობილია ფილმით „პარაზიტები". ამის შესახებ Variety წერს.

 

„ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს და ამ ლამაზ კინემატოგრაფიულ ტრადიციაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია. როგორც ჟიურის თავმჯდომარე და, რაც მთავარია, როგორც ნამდვილი კინომანი, მე მზად ვარ გამოვხატო აღფრთოვანება და ტაში დავუკრა ყველა შესანიშნავ ფილმს, რომელიც პროგრამაში მოხვდება. გულწრფელი იმედითა და მღელვარებით ვარ მოცული”, - განაცხადა ბონგ ჯუნ-ჰომ.

 

წელს ვენეციის კინოფესტივალი 1-დან 11 სექტემბრამდე ჩატარდება. ჟიურის სხვა წევრები მოგვიანებით დასახელდებიან.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი