logo_geo
შვედეთის მეფემ და დედოფალმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს
- +

16 იანვარი. 2021. 01:07

 

შვედეთის მეფემ, კარლ გუსტავ XVI-მ და დედოფალმა სილვიამ, კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს. ამის შესახებ გამოცემა The Local  წერს.

 

74 წლის მეფემ და 77 წლის დედოფალმა ვაქცინის პირველი აცრა სტოკჰოლმის მახლობლად მდებარე სტენჰამარის სასახლებში გაიკეთეს. ვაქცინის გაკეთება მათ ოჯახის ექიმმა ურჩია.

 

ახლა ქვეყანაში მასშტაბური ვაქცინაცია მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, უახლოეს თვეებში ვაქცინას გაიკეთებს, რათა ეს რთული პერიოდი რაც შეიძლება მალე გადავლახოთ“, - განაცხადა შვედეთის მეფემ.

 

ბოლო მონაცემებით, 10-მილიონიან შვედეთში ვაქცინა უკვე 80 000-მა ადამიანმა გაიკეთა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი