logo_geo
გერმანიაში კარანტინის დამრღვევებისთვის „საპატიმროებს" შექმნიან
- +

16 იანვარი. 2021. 01:22

 

გერმანიაში, საქსონიაში, სპეციალურ დაწესებულებებს ქმნიან, სადაც კარანტინის დამრღვევებს იძულებით მოათავსებენ. ამისთვის, 2017 წელს დრეზდენში შექმნილი, დევნილთა პირველადი განთავსების ცენტრების მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე საუბარი იყო იმაზე, რომ დამრღვევები სასტუმროებში, ან საავადმყოფოებში განეთავსებინათ. ტაბლოიდების ინფორმაციით, საქსონიის ჯანდაცვის მინისტრი მათი ფსიქიატრიულში მოთავსებასაც გეგმავდა.

 

როგორი იქნება ახალ დაწესებულებებში ცხოვრების პირობები და საფასური, ამ ეტაპზე უცნობია.

 

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 2 მილიონს აჭარბებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი