logo_geo
ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა
- +

16 იანვარი. 2021. 02:53

 

ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფეისალ მიქდადს, საინქციები დაუწესა - მას ევროკავშირში შესვლა ეკრძალება.

 

„სირიაში ვითარების სერიოზულობის გათვალისწინებით და საგარეო საქმეთა მინისტრად ფაიზალ მიქდადის ბოლოდროინდელი დანიშვნის გამო, ის უნდა დაემატოს ფიზიკური და იურიდიული პირების სიას, რომლებიც ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ექვემდებარებიან”, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოქტომბერში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, ევროკავშირმა სირიის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქციები გაახანგრძლივა.

 

სანქციები აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მოიცავს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი