logo_geo
თურქეთში ჩინური ვაქცინით 650 000 ადამიანი აიცრა
- +

17 იანვარი. 2021. 02:23

 

თურქეთში ჩინური წარმოების შინოვაც-ის ვაქცინით უკვე 650,000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. ამის შესახებ CNN წერს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთის 81 პროვინციაში ვაქცინაცია 14 იანვრიდან მიმდინარეობს და პირველი დოზები უკვე მიიღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.

 

თურქეთმა დეკემბრის თვეში ჩინური ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო. ამასთან, CNN-ის ცნობით, ანკარა ჯამში Sinovac-ის ვაქცინის 50 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

 

ამასთან, თურქეთის ხელისუფლება კომპანია Pfizer-ის 4.5 მილიონი დოზის შეძენასაც გეგმავს. გარდა ამისა, თურქეთი რუსეთში წარმოებული ვაქცინის შეძენასაც აპირებს.

 

https://report.ge/world/turketshi-chinuri-vaktsinit-650-000-adamiani-aitsra/

 

 

big_banner
არქივი