logo_geo
აშშ-მა ირანს, ჩინეთსა და კუბას ახალი სანქციები დაუწესა
- +

17 იანვარი. 2021. 02:23

 

აშშ-ის მთავრობამ ირანის, ჩინეთისა და კუბის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა DW  წერს.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განმარტა, რომ პეკინის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები „ჩინეთი ქმედებებზე პასუხს წარმოადგენს, რომლებიც ჰონგ-კონგში არსებულ თავისუფლებებსა და დემოკრატიულ პროცესებს უთხრის ძირს".

 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწის რობერტ ობრაიენის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ჩინური საქონლის იმპორტისა და მომსახურების შესყიდვების შემცირებას შეეცდება.

 

ამასთან, აშშ-ის სანქციები დაუწესა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრ ლაზარო ალბერტო ალვარეს კასასს. ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ კუბა იმ ქვეყნების სიაში დააბრუნა, რომლებიც შეერთებული შტატების თვალსაზრისით, საერთაშორისო ტერორიზმს აფინანსებენ.

 

აშშ-იმ ახალი სანქციები დააწესა ირანის წინააღმდეგაც, რაც ირანის ბირთვულ, სამხედრო და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებს ეხება. ამასთან, აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სანქციები დაწესდება იმ ქვეყნების წინააღმდეგაც, რომლებიც ირანს შესაბამისი საბრძოლო მასალით მოამარაგებენ.

 

https://report.ge/world/ashsh-ma-irans-chinetsa-da-kubas-akhali-sanktsiebi-dautsesa/

 

 

big_banner
არქივი