logo_geo
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 56-მდე გაიზარდა
- +

17 იანვარი. 2021. 10:18

 

 

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 56 ადამიანი, - ამის შესახებ Reuters წერს.

 

უკვე დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც. ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებული მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლები უკვე 15 ათასამდე ადამიანმა დატოვა. დაშავებულია 820 ადამიანი.

 

6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 14 იანვარს, 01:28 საათზე დაფიქსირდა და 5-7 წამის განმავლობაში გაგრძელდა.

 

ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს და აქ ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები ხშირი მოვლენაა. 2018 წელს კუნძულ სულავესზე მომხდარ მიწისძვრასა და შემდეგ ცუნამს, 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი