არგენტინაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, გატარებული პრევენციული ღონისძიების მიუხედავად, ქვეყანაში ამ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექცია ბრიტანეთიდან ჩასულ კაცს გამოუვლინდა. მას სიმპტომები არ ჰქონია.
44-მილიონიან არგენტინაში COVID-19-ის მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 45,227.
არგენტინაში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება და საღამოს აქტივობები აკრძალულია. პირდაპირი ფრენები ბრიტანეთიდან შეჩერებულია.