logo_geo
საბერძნეთში COVID19-ზე ხანდაზმულების ვაქცინაცია დაიწყო
- +

17 იანვარი. 2021. 15:28

 

 

 

საბერძნეთმა COVID19-ზე ხანდაზმულების ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ Reuters წერს.

 

ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა ჯანდაცვის 75 ათასზე მეტ მუშაკს გაუკეთდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

75 000-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკი უკვე აიცრა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მას შემდეგ, რაც ვაქცინაცია გასულ თვეში, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული გეგმის მიხედვით დაიწყო.

 

11-მილიონიანი საბერძნეთი მარტისთვის ორი მილიონი ადამიანისთვის გეგმავს ვაქცინაციის ჩატარებას.

 

საბერძნეთში ნოემბრის შემდეგ საყოველთაო ლოკდაუნი მოქმედებს. ქვეყანა გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებას ხვალიდან გეგმავს. ქვეყანაში 147 860 შემთხვევაა აღრიცხული, 5 421 გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი