logo_geo
ინდოეთში ვაქცინაციის პირველ დღეს 190 ათასი ადამიანი აცრეს
- +

17 იანვარი. 2021. 18:28

 

 

ინდოეთში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროგრამის ამოქმედების პირველ დღეს 190 ათასზე მეტი მოქალაქე აიცრა. ამის შესახებ „Deutsche Welle“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მთავრობა პირველ დღეს 300 ათასი მოქალაქის ვაქცინაციას გეგმავდა, თუმცა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ აპლიკაციაში დაფიქსირებული ხარვეზის გამო, ბევრ მათგანს შესაბამისი შეტყობინება არ მიუღია. ამის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ დღემ წარმატებულად ჩაიარა.

 

იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ინდოეთი 2 პრეპარატს იყენებს - ოქსფორდის უნივერსიტეტის და „AstraZeneca“-ს ვაქცინას და ადგილობრივი წარმოების „Covaxin“-ს, რომლის კლინიკური ტესტირების მესამე ეტაპი ჯერ არ დასრულებულა.

 

ქვეყნის მთავრობა ივლისისთვის 300 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს. ინდოეთის მოსახლეობა 1,3 მილიარდ ადამიანს შეადგენს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი