logo_geo
კალიფორნიაში 160 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული სასახლე აუქციონზე გატანილი უძვირესი სახლი გახდა
- +

17 იანვარი. 2021. 20:38

 

აშშ-ში, კალიფორნიაში 160 მილიონ დოლარად შეფასებული სასახლე Firenze აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, სასახლე ბევერლი ჰილსში მდებარეობს, სადაც ისეთი ვარსკვლავები ცხოვრობენ, როგორც როდ სტიუარტი, დენზელ ვაშინგტონი და სილვესტრ სტალონე არიან. სასახლის ტერიტორიაზე განლაგებულია 3 სასტუმრო სახლი, აუზი, ჯაკუზი, სახლი აუზთან, ჩოგბურთის კორტი და პარკინგი, რომელიც 30 ავტომობილზეა გათვლილი. სასახლის პროექტის ავტორი არქიტექტორი უილიამ ხაბლინსკია.

 

აუქციონი 26 იანვარს დაიწყება და 8 დღეს, ონლაინ-ფორმატში გაგრძელდება. გაყიდვის შემთხვევაში Firenze უძვირესი საცხოვრებელი უძრავი ქონება იქნება, რომელიც აუქციონზე გაიტანეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი