logo_geo
ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება
- +

17 იანვარი. 2021. 21:39

 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ეს მისი პირველი ვიზიტია სამშობლოში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ნერვული აგენტით მოწამლეს.

 

BBC-ის ინფორმაციით, ის უკვე ბერლინში Pobeda-ს ავიახაზების თვითმფრინავში იმყოფება.

 

„ჩვენ სახლში მივფრინავთ", - დაწერა ნავალნიმ „ინსტაგრამზე"

 

მან მომხრეებს თხოვნით მიმართა, რომ დახვდნენ. „ფეისბუქზე“ შეიქმნა სპეციალური გვერდიც „შევხვდეთ ნავალნის" , სადაც ათასობით ადამიანმა გამოხატა ინტერესი.

 

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი