logo_geo
ავსტრიაში ლოკდაუნი 7 თებერვლამდე გახანგრძლივდა
- +

17 იანვარი. 2021. 22:47

 

ავსტრიაში მკაცრი ლოკდაუნის რეჟიმი 7 თებერვლამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ავსტრიაში COVID-19-ის უფრო გადამდები, ბრიტანული შტამი გამოვლინდა. პრემიერ-მინისტრის, სებასტიან კურცის თქმით, ბოლო დროს ქვეყანაში ეპიდვითარება არსებითად შეიცვალა. ლოკდაუნის გაგრძელებით კი მთავრობა 7 თებერვლისთვის მაღაზიებისა და მუზეუმებისთვის გახსნისთვის პირობების შექმნას ცდილობს.

 

კურცმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის წყალობით ავსტრია ნორმალურ ცხოვრებას ზაფხულში დაუბრუნდება.

 

ამ ეტაპზე ავსტრიაში 24-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს. სახლიდან გასვლა მხოლოდ საპატიო მიზეზით შეიძლება, რომელთა შორის პროდუქტების შეძენა, სამსახურში წასვლა, ავადმყოფის მოვლა ან გასეირნებაა. მოსახლეობის ნაწილი ასეთ მკაცრს ზომებს აპროტესტებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი