logo_geo
პომპეოს განცხადებით, კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში წარმოიშვა
- +

17 იანვარი. 2021. 23:55

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობა, სავარაუდოდ, ჩინეთის სამთავრობო ლაბორატორიებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ გამოცემა New York Post წერს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაბამისი წერილობით განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა.

 

მაიკ პომპეო მოხსენებაში აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნით, ჩინეთში, ქალაქ, ვუჰანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფი ჩავიდა, რომელიც ვირუსის წარმოშობას და მისი ლაბორატორიაში შექმნის შესაძლებლობას დეტალურად შეისწავლის.

 

პომპეომ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსის მსგავსი დაავადებით დაინფიცირდა. სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ღამურებში მანამდე დაფიქსირებული RaTG13  კორონავირუსი 96%-ით SARS-CoV-19-ის იდენტურია.

 

პომპეოს განცხადებით, იმის დანამდვილებით თქმა, რომ ვირუსი ლაბორატორიაში ხელოვნურად შეიქმნა, ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი. თუმცა, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ჩინური ლაბორატორიების საქმიანობა COVID-19-ის ვირუსის შესწავლისას გამჭვირვალე და თანმიმდევრული არ ყოფილა".

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი