logo_geo
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 683 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

18 იანვარი. 2021. 01:05

 

 

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 683 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

 

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“ 93.1 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსულ ინფექციას 12 893 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყების შემდეგ კი ვირუსით საერთო ჯამში 2 014 729 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების 60 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

 

ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“ უკვე 23.8 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 396 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი