logo_geo
ავსტრია რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
- +

18 იანვარი. 2021. 01:27

 

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკავების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

 

როგორც უწყების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავსტრია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნავალნი და სრულად გამოიძიოს მასზე თავდასხმა.

 

„ღრმად შეშფოთებული ვართ ალექსეი ნავალნის დაკავებით მოსკოვში. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია ყველა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ავსტრია მოუწოდებს დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და სრულ და დამოუკიდებელ გამოძიებას მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში ჩავიდა. ის აეროპორტში დააკავეს.

 

ინფორმაციისთვის, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი