logo_geo
Cardi B კინოში პირველ მთავარ როლს შეასრულებს
- +

18 იანვარი. 2021. 02:22

 

„გრემის“ მფლობელი, ამერიკელი რეპერი Cardi B ფილმში Assisted Living („მოხუცებულთა თავშესაფერი“) მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ Variety  წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კომედიაში Cardi კრიმინალ ემბერის როლს შეასრულებს, რომელსაც ძარცვის მცდელობის შემდეგ მოხუცებულთა თავშესაფარში უწევს დამალვა, სადაც მისი ბებია ცხოვრობს. ამასთან, ის მოხუცებული ქალის გრიმს ატარებს. რეპერისთვის ეს კინოში პირველი მთავარი როლია.

 

ფილმის სცენარს კეი ოიეგუნი დაწერს, მისი პრემიერის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი