logo_geo
ლონდონში მასობრივი ჩხუბის მონაწილეები დააკავეს, რომლებიც ხმლებით იყვნენ შეიარაღებულები
- +

18 იანვარი. 2021. 02:52

 

 

ბრიტანულმა პოლიციამ ლონდონში მასობრივი ჩხუბი დაშალა, რომელშიც 40-მდე კაცი მონაწილეობდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილეები ხმლებითა და ბოთლებით იყვნენ შეიარაღებულები. სამართალდამცველებმა 2 მათგანი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

 

ინციდენტის მიზეზები ან სხვა დეტალები უცნობია. ინფორმაცია არც დაშავებულებზე გავრცელებულა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი