logo_geo
ნავალნის მეუღლე: მათ იმდენად ეშინიათ ალექსეის, რომ მოსკოვში ყველა ფრენას პარალიზება გაუკეთეს
- +

18 იანვარი. 2021. 03:04

 

 

მოსკოვში ალექსეი ნავალნისთან ერთად, მისი მეუღლე იულია ნავალნაიაც დაბრუნდა. ალექსეის დაკავების შემდეგ, იულიას აეროპორტში მხარდამჭერები ტაშით შეეგებნენ.

 

მათ იმდენად ეშინიათ ალექსეის, რომ ამ საღამოს მოსკოვში ყველა ფრენას პარალიზება გაუკეთეს. პარალიზებული იყო თითქმის ყველა ფრენა მოსკოვში, ძალიან ბევრ ადამიანს პრობლემა შეუქმნეს.

 

და ეს მხოლოდ იმ ადამიანის გამო, ვინც სამშობლოში დაბრუნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ალექსეიმ თქვა, რომ მას არ ეშინია და არც მე მეშინია, და გთხოვთ, არ შეგეშინდეთ.“ - განაცხადა იულიამ აეროპორტში.

 

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი „შერემეტოვოს აეროპორტში“ დააკავეს, მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან და რუს ოპოზიციონერს ოთხ წლამდე ციხე ემუქრება.

 

ნავალნის მოსკოვში ჩაფრენამდე ოპოზიციონერის მხარდამჭერებიც დააკავეს, რომლებიც ალექსეის აეროპორტში ელოდებოდნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი