logo_geo
მამაკაცი აეროპორტში 3 თვე შეუმჩნევლად ცხოვრობდა
- +

18 იანვარი. 2021. 15:08

 

36 წლის მამაკაცი ჩიკაგოს აეროპორტში 3 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ადიტია სინგჰი პოლიციამ კვირის ბოლოს დააკავა ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისა და ქურდობის ბრალდებით.

 

როგორც სიგჰმა პოლიციას განუცხადა, ის ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში ცხოვრობს, თუმცა, კორონავირუსის გამო შინ დაბრუნების შეეშინდა, ამიტომ ის აეროპორტში დარჩა.

 

სინგჰი 1000$-ით დააჯარიმეს, თუმცა, მოსამართლემ შეშფოთება ვერ დამალა აეროპორტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

 

„მინდა სწორად გავიგო, თქვენ გინდათ მითხრათ, რომ პირი, რომელსაც სხვისი დოკუმენტები ჰქონდა, არ არის აეროპორტში დასაქმებული და 3 თვის განმავლობაში აეროპორტის იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, სადაც შესვლა აკრძალულია?“ - მიმართა მოსამართლემ პროკურორს.

 

 

https://report.ge/world/mamakatsi-aeroportshi-3-tve-sheumchnevlad-tskhovrobda/

 

 

big_banner
არქივი