logo_geo
„ჩინეთი კორონავირუსის პანდემიას მალავდა, ჯანმომ კი რეაგირება ძალიან გვიან მოახდინა“ - დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა
- +

19 იანვარი. 2021. 12:45

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის ექსპერტებმა,  ჯანმო და ჩინეთის მთავრობა იმაში დაადანაშაულეს, რომ მათ COVID-19-ის გავრცელების საწყის ეტაპზე დაგვიანებული რეაქცია ჰქონდათ. ინფორმაციას კომისიის მოხსენებაზე დაყრდნობით სააგენტო AFP ავრცელებს.

 

„ეპიდემიის გლობალურ გავრცელებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ მას, ძირითადად, მალავდნენ პირველ დღეებში, როდესაც ვირუსი ვუჰანში აღმოაჩინეს", - განაცხადეს ექსპერტებმა.

 

მათი შეფასებით, ჩინეთს „ჰქონდა შესაძლებლობა, უფრო სწრაფად ეპასუხა ადრეულ სიგნალებზე".

 

ამავდროულად, კომისიამ გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმის გამო, რომ საგანგებო კომიტეტის სხდომა ძალიან გვიან - მხოლოდ გასული წლის 22 იანვარს მოიწვია. ორგანიზაციამ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა და საფრთხის მაღალი დონე მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადა.

 

„გაუგებარია, რატომ არ იქნა გადადგმული ორივე ნაბიჯი უფრო ადრე", - ნათქვამია ანგარიშში.

 

კომისიამ აღნიშნა გლობალური პანდემიის პრევენციის სისტემის ხარვეზებიც.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამ საქმის შესასრულებლად საკმარისი შესაძლებლობები არ ჰქონდა”, - დასძინეს ექსპერტებმა.

 

პანდემიისადმი მზადყოფნისა და მათზე რეაგირების შეფასების დამოუკიდებელი კომისია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წლის ივლისში შექმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან: ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ჰელენ ჯონსონი-სერლიფი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი