logo_geo
გზის პირას მძინარე 15 მუშა სატვირთომ გაიტანა - ინდოეთი
- +

19 იანვარი. 2021. 12:53

 

 

ინდოეთში, გუჯარათის შტატის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ სუტართან ახლოს ტრაგედია დატრიალდა. 15 ადამიანი დაიღუპა და 8 მძიმედ დაშავდა სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად. ინციდენტი ღამით მოხდა. სოფლის მცხოვრებლები დღიურ სამუშაოზე ქალაქ სუტარში ფეხით მიდიოდნენ, ღამე კი გზის პირას გაათიეს.

 

სატვირთო მანქანის მძღოლმა მძინარე ადამიანები სიბნელეში ვერ შეამჩნია და მათ გადაუარა. 12 კაცი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენი 3  საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცავალა. 8 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

 

ადილობრივი მედიის ინფორმაციით, მძინარე ადამიანებთან შეჯახებამდე სატვირთო მანქანა ტრაქტორს შეეჯახა და მართვა დაკარგა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი