logo_geo
ნეაპოლში ლეონარდო და ვინჩის მოსწავლის მიერ შესრულებული მოპარული ნამუშევარი იპოვეს
- +

19 იანვარი. 2021. 13:27

 

ნეაპოლის ერთ-ერთ ბინაში პოლიციამ ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი მოსწავლის ნახატის მოპარული ასლი, სახელად „სამყაროს მხსნელი" იპოვა.

 

მხატვრის ორიგინალი ნამუშევარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად ითვლება. საუდის პრინცმა ის 450 მილიონ დოლარად შეიძინა.

 

ოფიციალური პირების განცხადებით, ასლი ნეაპოლის წმინდა დომინიკის ბაზილიკას ამშვენებდა, მაგრამ ორი წლის წინ ის მოიპარეს.

 

ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ნაპოვნი ასლი დიდი ღირებულებით გამოირჩევა. იგი XV საუკუნეში შეიქმნა. პოლიციამ ნამუშევარი თავის ადგილას დააბრუნა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი