logo_geo
სერიალი Peaky Blinders აღარ გაგრძელდება
- +

19 იანვარი. 2021. 18:14

 

სერიალი Peaky Blinders  ექვსი სეზონის შემდეგ დასრულდება. სერიალის შემქმნელმა და სცენარისტმა სტივენ ნაითმა პირობა დადო, რომ ამბავი სხვა ფორმით გაგრძელდება. სერიალის დასრულება BBC-მ დაადასტურა.

 

სერიალის დახურვა მოულოდნელი იყო, რადგან სტივენ ნაითმა Entertainment Weekly-ს განუცხადა, რომ Peaky Blinders  მეშვიდე სეზონიც გამოვიდოდა. გადაწყვეტილებაზე გავლენა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მოახდინა.

 

ოფიციალური პირების განცხადებით, სერიალის მეექვსე სეზონი, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისში გამოვა. მისი გამოშვება დამოკიდებულია გადაღების პროცესებზე, რომელსაც ბრიტანეთში ვირუსის გავრცელების გამო საფრთხე ემუქრება.

 

სერიალში მოვლენები ბირმინგემში, ინგლისის პატარა ქალაქში ვითარდება. სერიალი დაფუძნებულია შელბის კრიმინალურ ოჯახზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყებს აქტიურობას.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი