logo_geo
ბიტკოინისადმი ინვესტორების ნდობა გაიზარდა
- +

19 იანვარი. 2021. 18:32

 

 

ბიტკოინის ფასი დეკემბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 16 დეკემბრისთვის კრიპტოვალუტის ფასმა $20,000 გადააჭარბა, ხოლო თვის ჭრილში 40%-ით გაიზარდა.

 

ამის შესახებ აღნიშნულია galt & taggart--ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში.

 

ანალიტიკოსების შეფასებით, ფასმა ზრდა 2021 წელსაც გააგრძელა და 8 იანვრისთვის ახალ ისტორიულ მაქსიმუმს $42,000-ს მიაღწია. თუმცა, მალევე ფასის მნიშნელოვანი კორექცია მოხდა და რამდენიმე დღეში $31,000-მდე დავარდა.

 

ბიტკოინის ინვესტორების აზრით 2021 წლის ზრდა განსხვავდება 2017 წელს არსებული ზრდისგან (რომელიც საბოლოოდ მნიშვნელოვანი ვარდნით დასრულდა), რადგან ახლა ბიტკოინის ინვესტორები არა მხოლოდ საცალო ინვესტორები, არამედ მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორები და უოლ სტრიტის მილიარდერები არიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი