logo_geo
იტალია სამთო-სათხილამურო კურორტებს არ ხსნის
- +

19 იანვარი. 2021. 18:50

 

 

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიური სამთო-სათხილამურო კურორტები, რომლებიც გეგმის მიხედვით 18 იანვარს უნდა გახსნილიყო, სულ მცირე, 15 თებერვლამდე არ გაიხსნება.

 

18 იანვრის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 8 828 და გარდაცვალების 377 ფაქტი გამოვლინდა.

 

იტალიაში 1,1-მა მილიონმა მოქალაქემ ვაქცინაციის პირველი ეტაპი გაიარა, თუმცა, ვაქცინის დაგვიანებული მიწოდების გამო, იტალიაში ვაქცინაციის მეორე ფაზა შესაძლოა, დაგვიანებით დაიწყოს.

 

15 იანვარს იტალიის მთავრობამ გამოსცა ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც გრძელდება შეზღუდვები, კორონავირუსის პანდემიის მოსალოდნელი გაუარესების გამო.

 

იტალიის 20 რეგიონში, მილანის გარშემო და ჩრდილოეთ ლომბარდიის ჩათვლით, იმოქმედებს მაქსიმალური მაღალი,  „წითელი ზონის“ შეზღუდვები. ასევე, ლაციო გადავიდა ყვითელიდან ნარინჯისფერ ზონაში, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიხურა რესტორნები და ქალაქიდან გასვლა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, სამედიცინო ან გადაუდებელი მიზნით. ასევე, რეგიონებს შორის მიმოსვლა აკრძალულია და ქვეყნის მასშტაბით ნარჩუნდება ე.წ. კომენდანტის საათი – ღამის 10 სთ-დან დილის 5 სთ-მდე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი