logo_geo
ევროკავშირის ბაზარზე ავტომობილების გაყიდვა 23.7%-ით შემცირდა
- +

19 იანვარი. 2021. 19:08

 

 

„ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროკავშირში, 2020 წელს, 2019-თან შედარებით, ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელმა 23.7%-ით იკლო“, - ამის შესახებ Euronews წერს.

 

ევროპის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) ინფორმაციით, გასულ წელს ევროკავშირის ბაზარზე სულ 9.9 მილიონი ერთეული ავტომობილი გაიყიდა. გაყიდვების ყველაზე მკვეთრი, -32.3%-იანი ვარდნა ესპანეთის ბაზარზეა, მას მოსდევს იტალია (-27.9%), საფრაგეთი (-25.5%) და გერმანია (-19.1%).

 

რაც შეეხება ევროპის ოთხი უმსხვილესი ავტომწარმოებელი ქვეყნის საწარმოო მონაცემებს: 2020 წლის დეკემბერში, იტალიაში წარმოებამ 14.9%-ით იკლო, საფრანგეთში კი 11.8%-ით. საპირისპირო შედეგი აქვს გერმანიას, სადაც მოგების +9.9%-იანი ზრდაც კი შეინიშება. მონაცემები უცვლელია ესპანეთში. ამ ორი ქვეყნის მონაცემები განაპირობა იმან, რომ ამ ორ ქვეყანაში, ახალ ავტომობილთა რეგისტრაცია მეტ-ნაკლებად იგივე იყო, რაც 2019 წლის დეკემბერში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი