logo_geo
ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, ფილიპ კირკოროვს ლიეტუვაში შესვლა 5 წლით აეკრძალა
- +

19 იანვარი. 2021. 22:32

 

 

ლიეტუვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერალი ფილიპ კირკოროვი ლიეტუვის არასასურველი პირების სიაში შეიყვანა. რუსეთისა და ბულგარეთის მოქალაქე კირკოროვს ქვეყანაში შესვლა ყირიმის ოკუპაციის მხარდაჭერის გამო აეკრძალა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში შესვლის უფლება მომღერალს 19 იანვრიდან აეკრძალა.

 

კირკოროვის ლიეტუვაში შესვლის აკრძალვის შესახებ დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილიპ კირკოროვისა და მიხეილ შუფუტინსკის ტურნე Covid-19-ის პანდემიის გამო გაუქმდა.

 

გაუქმებული კონცერტის შემდეგ კი, მათ ზარალის დასაფარად, დაახლოებით, 30 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია მიიღეს.

 

ლიეტუვას საგარეო უწყებამ რუსი შემსრულებლების კონცერტებს რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტი უწოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი