logo_geo
ისრაელის მთავრობამ კარანტინის რეჟიმის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
- +

20 იანვარი. 2021. 00:52

 

სრაელის მთავრობამ კარანტინის რეჟიმის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

 

„მთავრობამ გადაწყვიტა, გაახანგრძლივოს ტოტალური კარანტინის რეჟიმი 10 დღით, 2021 წლის 31 იანვრამდე“, - ნათქვამია ისრაელის მთავრობის განცხადებაში.

 

თავდაპირველად, შეზღუდვები 21 იანვარს უნდა მოეხსნათ, თუმცა ვირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ისრაელის მთავრობამ კარანტინის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელში კორონავირუსის 10 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსის 562 167 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 049 ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი