logo_geo
დონალდ ტრამპმა ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა
- +

20 იანვარი. 2021. 10:33

 

 

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის ბოლო დღეს თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადმინისტრაციის თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

შეწყალებულთა სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, მედიასაშუალების ცნობით, მათ შორის არიან რეპერები ლილ უეინი და კოდაკ ბლექი, რომლებიც იარაღის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იყვნენ გასამართლებული, ასევე დეტროიტის ყოფილი მერი კვამე კილპატრიკი, რომელიც კორუფციული ბრალდებების საფუძველზე 28-წლიან სასჯელს იხდიდა.

 

დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ სტივ ბენონს მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად თანხების მოზიდვის ონლაინ-კამპანიასთან დაკავშირებულ თაღლითობაში გასული წლის აგვისტოში წაუყენეს ბრალი. სტივენ ბენონი სტრატეგიულ საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე იკავებდა. მანამდე, 2016 წლის აგვისტოდან ის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

 

 

https://1tv.ge/news/donald-trampma-yofili-mrcheveli-stiv-benoni-sheiwyala/

 

 

big_banner
არქივი